ცოდნა versus უმეცრება და
ტოლერანტობა versus ჰომოფობია

ჰომოფობიაზე საუბარს ბევრი გაურბის. ზოგი ხელებს ასავსავებს: ჰომოსექსუალი ავადმყოფი და ზნედაცემულია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ საზოგადოებასო, ზოგი –უხერხულად იღიმება და წითლდება. ზოგი კი ამ საკითხებზე კვალიფიციური აზრის გამოთქმას და ოპონირებასაც ერიდება, რადგან ეშინია ვინმე ნეობოლშევიკმა არ ჰკითხოს: რაღაც ისეთი გულმოდგინებით ლაპარაკობ, შენ თვითონ ხომ არ ხარ მაგ ჯგუფის წევრიო? მაგრამ თუ გიდა რეალისტი იყო, უნდა ჩაერიო, გამოხატო შენი შეხედულება, თუნდაც შიში და იმოქმედო სიძულვილის წინააღმდეგ. შეხედულებების, პოზიციების სიმრავლე ბადებს სწორედ ცოდნას და ებრძვის უმეცრებას.

ინგა გრიგოლიამაც მოახერხა და 2003 წლის 4 ივლისს, ამ თემაზე სასაუბროდ რამოდენიმე ადამიანი დაიყოლია. სწორედ მათ მიერ დაფრქვეული `მარგალიტები” მინდა გაგახსენოთ.

სანდრო ბრეგაძე, ფრაქცია `აღორძინება”:

`ეს (ჰომოსექსუალობა) არის სერიოზული პრობლემა... მე საკითხს ასე დავსვამ - რამდენად პრესტიჟულია ჰომოსექსუალიზმი დღეს საქართველოში?Pპოლიტიკიდან დაწყებული, კულტურის და ხელოვნების მუშაკებით დამთავრებული, ბევრი ადამიანი ჰომოსექსუალიზმის ნიშნით იკეთებს გარკვეულ კარიერას. (აქ ორატორმა გაიხსენა ფრანგული ფილმი, სადაც, მისი თქმით, წარუმატებელი ჰეტეროსექსუალი პირველხარისხოვანი ადამიანი ხდება მას შემდეგ, რაც თავს ჰომოსექსუალად გაასაღებს, ხოლო მიზანსწრაფული, რეგბისტი მაჩო - მეორე პლანზე ინაცვლებს)... საშა პარიკმახერი, რომელმაც მოიტყუა, რომ ჰომოსექსუალისტია, ამის შემდეგ წამოვიდა კლიენტები... ეს სომეხი, რომელიც ავლაბარში უნდა ყოფილიყო პარიკმახერი, გადამიქციეს მე თბილისში ერთერთ პრესტიჟულ ადამიანად... მერე ეს საშა წერს, რომ ქმნის გეი კლუბს, სადაც ყველა უნდა გაერთიანდეს. ეს არის დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ... ეს არის სექტა, რომელთაც ერთმანეთის გატანა უფრო შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ, ნორმალურ ადამიანებს. ეს სექტა წარმოაჩენს უნიჭო ადამიანებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ იმ ღირებულებების დეგრადირება, რომელიც არსებობს.

მე, სიმართლე გითხრა, გულის სიღრმეში შეიძლება დიდი სიამოვნებით დავეთანხმო ადოლფ გიტლერს, რომელმაც რამოდენიმე გემი გაგზავნა ზღვაში და ჩაძირა, სადაც გარკვეული ადამიანები იყო თავმოყრილი. ამავე დროს ვერ გავიზიარებ იმას, რომ პარლამენტში მოგვდის ევროსაბჭოდან რეკომენდაციები, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ჰომოსექსუალისტებს. და ეს იყო რამდენიმეჯერ გამოგზავნილი. მე ვთვლი, რომ საკანონმდებლო ბაზა უნდა იქნას მიღებული, რომლითაც ამ ადამიანებს ჩაუტარდებათ იძულებითი მკურნალობა და თუ არ განიკურნებიან, მაშინ....

... მე ვზრუნავ ჩემს შვილზე, რადგანაც ეს აღიქმება მომდევნო თაობებისთვის რაღაცად, რაც შეიძლება მისთვის გახდეს წარმატების მოპოვების საწინდარი. არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში ისინი ნიჭიერები არ არიან, ისინი არიან ნეუდაჩნიკები, წარმატებას სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებულების წყალობით აღწევენ... მე ვიცი, რომ საქართველოში რამოდენიმე მინისტრი დანიშნულია მხოლოდდა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა გარკვეული კონტაქტი ერთერთ ჰომოსექსუალისტთან..” (სტილი დაცულია –ლ.გ)

საკუთარი შეხდულება ფეშენის სფეროში მოღვაწე ნინო ჩქარეულმაც გამოთქვა: “ნამდვილად ვერ ვიქნები ლოიალური ამ პრობლემის მიმართ იმიტომ, რომ საქართველო ტრადიციული, მართლმადიდებლური ქვეყანაა. კაცმა არ უნდა დაკარგოს კაცურობა და ქალმა - ქალურობა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვროს”. (სტილი დაცულია-ლ.გ)

პოეტი დავით გოგიბედაშვილი:

“... თუ კი ქალბატონები დარჩებიან კაცების გარეშე, ხომ გადავშენდებით, ისედაც ცოტანი ვართ?..... თუ კი ქალის და კაცის ურთიერთობა არის ბუნებრივი, რადგან მოაქვს ნაყოფი, ამიტომAარ შეიძლება “+ და + / “ – და -“ იყოს ბუნებრივი, ნაყოფი არ მოაქვს, განვითარება არ ხდება. ანუ ავხორცულად აღტყინება, ახურება ამაზე და ამის თავსმოხვევა, რომ “მე ინვალიდი ვარ” თუ “მე უბრალოდ ასეთი ვარ” თუ კიდევ ემატება “მე გარყვნილი ვარ”. მანკიერი არის მაშინ საზოგადოება, რომ ასეთი ხალხი ორგანოზაციას აიღებს თავის ხელში და დაიწყება ამის დანერგვა, რაც ხშირად ხდება. მანკიერი და მომაკვდინებელი ცოდვა გულისხმობს ბუნების საწინააღმდეგო ცვლას ანუ რაც არ არის მეცნიერული, რაც არ არის ადამიანთან მიახლოებული მისი მისწრაფებით და სურვილებით.

თუ კი მიდრეკილება აქვს ამ კაცს ამისი მე საშიშროება არ უნად შემექმნას. მე დღეს მოქალაქეს მექმნება საშიშროება იმაში, რომ ვიცი არსებობს რაღაც ორგანოზაცია, კასტა, რომელიც იმართება და ფინანსდება....მე, რომელიც ვეტრფი ქალს, მესამე ცოლი მყავს... მე მგონია გარყვნილი კუთხით მომრავლდნენ (ჰომოსექსუალები). აგრესია მათი მხრიდან უფრო არის. მალე შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სექსუალური უმცირესობა...”(სტილი დაცულია-ლ.გ)

ნიკა ქავთარაძე (მაშინ რადიო 101-ს წარმომადგენელი) ჰომოსექსუალებისადმი შიშს ამ საკითხის უცოდინარობით ხსნიდა და ამტკიცებდა, რომ 5-6 წლის წინ საქართველოში საყურიანი მამაკაცებისაც ეშინოდათ, მაგრამ მერე “ვიღაცეებმა გაიცნეს ასეთები, ერთად იქეიფეს, პახმელიაზე ხაში ჭამეს და მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივები არიან. მათ წინააღმდეგაც იგივეს ამბობდნენ, რომ შემოდის რაღაც გაუგებარი და ვიღუპებითო. მე მქონდა შაყირი, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოში პიდარასტები უფრო მეტნი არიან-მეთქი, ვიდრე ჰომოსექსუალები. ჰომოსექსუალი საშიში არ არის, რადგან მას არც პოლიტიკაზე და არც იდეოლოგიაზე ზემოქმედება არ შეუძლია. საშიშები არიან ღიპიანი და ულვაშებიანი ბიძები, რომლებიც პოლიტიკას გეგმავენ და ახორციელებენ”.(სტილი დაცულია –ლ.გ).

ინგა მთელი გადაცემის განმავლობაში მოუწოდებდა შეკრებილებს – ელაპარაკათ სიუჟეტის გმირზე (ჰომოსექსუალზე), რომელიც ძალადობისა და იზოლაციის მსხვერპლია. მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალ და რეალურ ადამიანებზე საუბარი არ შეგვიძლია, წარსულზე და მიცვალებულებზე – რამდენიც გინდა!

ბოლო სიტყვა ინგამ ნინოს მისცა. პოეტ დავითს მღელვარება დაეტყო _ ეპილოგზე პასუხისმგებლობა ქალს ვერ მიანდო, ყურში რაღაც უჩურჩულა და სთხოვა _ საქვეყნოდ გამოაცხადეო, რაც ნინომ ფრიადზე შეასრულა: “მამაკაცებო იყავით ფხიზლად! არ დაკარგოთ თქვენი კაცურობა და ხიბლი!”- თქვა მან და წამყვანიც დაგვემშვიდობა.

ამ გადაცემას არანაირი საზოგადოებრივი გამოხმაურება არ მოჰყოლია ისევე, როგორც გოჩა ფიფიას გამოსვლას - პარლამენტარების წარმომავლობის შესახებ დოსიეების შექმნის თაობაზე. ჩვენ გადავყლაპეთ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მოსაზრებაც, რომ საქართველოში პირველ პოზიციებზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველები უნდა იყვნენ და რომ მისთვის “წითლები” უფრო მისაღებია, ვიდრე - “ცისფერები” და აკაკი ასათიანის “შავი ქალი”.
ასეთი აზრების კრიტიკის გარეშე შეუძლებელია ჰომოფობიის (ჰომოსექსუალების მიმართ ირაციონალური, ფანატიკური შიში და სიძულვილი) დაძლევა. გაუცნობიერებელი შფოთვების მოხსნა კი მხოლოდ გონების, ცოდნის ძალით შეიძლება.

მაგრამ მთავარი ამ შიშის გაცნობიერება და დაძლევაა, თუ ვინ უნდა იბრძოლოს, ვისი სახელით და როგორ? საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ ჯგუფის თანასწორი მონაწილეობისთვის სამი პირობაა საჭირო: ამ ჯგუფის ხილულობა (coming out), მათ მიერ მათი პრობლემების სახელდება და ამოთქმა (naming and speak out) და ამ პრობლემების მოგვარებისთვის ქმედება (acting). მე მშვენივრად მესმის, თუ როგორ რისკს უკავშირდება ჰომოსექსუალის თვითპრეზენტირება და საკუთარი სახელით ლაპარაკი. მაგრამ ასევე მესმის, რომ მხოლოდ ამით შეიძლება დაიძლიოს ეს მისტიკური, უგუნური თეორიები ჰომოსექსუალების, როგორც განსაკუთრებით საშიში ადამიანების მიმართ, რომელთაც, თურმე, როგორც კეთროვანებს ისე უნდა ერიდო. ვეღარც ტვინგაცხელებული იდეოლოგები და პოლიტიკოსები გაგვაცურებენ თავიანთი შეგონებებით, რომ ადამიანი მისი ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით უნდა შევაფასოთ და არა - გონებრივი მონაცემებით. დასრულდება შუასაუკუნეობრივი სიბნელით გაზავებული საყოველთაო მსჯელობა იმაზე - ვის როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს. სექსუალობა ადამიანის პირადი საქმეა. საზოგადოებას კი უნდა აინტერესებდეს ადამიანი, როგორც პროფესიონალი და მოქალაქე.

ამ ადამიანების მიმართ ტოლერანტულობა ჰუმანიზმის პროპაგანდაა და არა – ჰომოსექსუალობის. ამავე დროს ეს არის გაცნობიერებული უარი რასისტულ და ქსენოფობიურ იდეალებზე, შენთვის უცხო, შენგან განსხვავებული ადამიანების სიძულვილზე. ჰომოფობია, რომ კაცობრიობის ამ მანკიერებებთან კავშირშია, კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ რამოდენომე დღის წინ, ისევ ინგა გრიგოლიას სტუმარმა მამუკა გიორგაძემ, (იგორ გიორგაძე არ გეგონოთ!). იგი ეკლესიის დანგრევის ფაქტს ეხმიანებოდა (რაც ნამდვილად ვანდალიზმია) და თქვა, რომ ხელისუფლებას უნდა საქართველო გაურკვეველი სარწმუნოების, გაურკვეველი სქესის და გაურკვეველი რასის ქვეყნად აქციოსო. ეს აზრი არცერთ თანამოსაუბრე პოლიტიკოსს (ფიქრია ჩიხრაძე და სალომე ზურაბიშვილი) არ გაუპროტესტებია.

ჩვენ კი მოვდექით და ვაპროტესტებთ, მაგრამ ვინ გვისმენს?

ლელა გაფრინდაშვილი
”ცხელი შოკოლადი” N28, 2007



7 comments:

  1. Anonymous18/9/09 04:43

    hipoteturad davushvat, rom yvela mamakaci homoseqsuali gaxda da yvela qali-lesbosi.aseve hipoteturad warmovidginot,tu ra elis kacobriobas. yvela iqneba toleranti, yvela ertmanets pativs scems misi nichis da ganatlebis shesabamisad. anu, viqnebit siamtkbilobashi mcxovrebi humanuri sazogadoeba da ra iqneba am taobis wasvlis shemdeg?!visac fiziologiurad ganpirobebuli aqvs seqsualuri orientacia, iyvnen, aravin erchis mat. magram, nu gadavaqcevt mat tanjulebad da mat dacvas saxelmwifos doneze ayvanas nu veecdebit. ar aris amis popularizacia aucilebeli. zogjer es kompania iset shtabechdilebas tovebs, rom male cven agmovchndebit umciresobashi da chveni uflebebi iqneba shelaxuli.

    ReplyDelete
  2. popularizaciaze araa aq laparaki, tanascoruflebianobazea laparaki.. yvelgan es propaganda da popularizacia nu gelandebat ra! nu aqcevt tanjulebad kargia, da icit, rom lesboselebs sxvadasxva qveynebshi sistematiurad aupatiureben "gamosascoreblad" (curative rape) ? ramdeni gay mamakaci mouklavt imis gamo, rom "kacobis wesebs" argvevs? transfobiaze agar maqvs laparaki.. diaxac saxelmwifos doneze unda iqnas ayvanili mati dacva.. me unda mqondes ufleba ar vityuebode sakutari orientaciis shesaxeb tundac samsaxurshi, imis shishit, rom vigacas es ar moeconeba da pangurs mkraven. unda mqondes ufleba movexvio sayvarel adamians, iseve rogorc amas heterosexuali cyvilebi aketeben, tundac sadme parkshi da ar meshinodes, ro vigac tlu gigi mova da danas gamiyris.

    ReplyDelete
  3. ლელა8/1/10 21:45

    აბსოლუტურად გეთანხმები, ნათია ყველა შეფასებაში.
    ”პოპულარიზაციაში” და ”პროპაგანდაში” მე მხოლოდ ჰუმანიზმს და ჰუმანიზაციის აუცილებლობას ვგულისხმობ.

    ReplyDelete
  4. და ჰომოსექსუალების მიერ ბავშვთა შვილებაზე რას იტყვით? აქ ბავშვის უფლებები არ ირღვევა?

    ReplyDelete
  5. მართალი გითხრათ ჰომოსექსუალების მიერ ბავშვის შვილად აყვანაზე დიდი ინფორმაცია არა მაქვს და არც ვიცნობ ასეთ შემთხვევებს.

    მაგრამ, მგონია, რომ მიუსაფრად და უმეცრებაში, უიმედოობაში ბავშვების ყოფნას ნამდვილად ჯობია მათი მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში ყოფნა.
    ”მშობლობა” არ არის მხოლოდ ბიოლოგია. ბევრი მშობელი ვიცი სასტიკი და ”ფეხებზე მკიდია”. მაგრამ ვიცი არაბიოლოგიური მშობლები, ვინც საუკეთესო შვილები გაზარდეს და მათი სიყვარული დაიმსახურეს.

    მთავარია სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.
    მესმის, რომ ეს, ერთიშეხედვით მარტივი რამ, საკმაოდ ძნელი მისაღწევია, მაგრამ თუ ადამიანები მოინდომებენ, - მიღწევადია.

    ReplyDelete
  6. Anonymous29/7/10 04:09

    ენა არ მიტრიალდება, ვუსაყვედურო საზოგადოებას, რომელიც ჩაკეტილ სივრცეში გაიზარდა და ნამდვილი ტოლერანტობა არ უნახავს. გახსოვთ, ალბათ, განსხვავებულად აზროვნებისათვის ადამიანებს ხვრეტდნენ. შესაძლოა, ქართველებს ამის გამოცა გვაქვს დაუძლეველი ზიზღი განსხვავებულის, უცხოსა და უცნობისადმი. მაგრამ რა იქნა ის სამყაროს ის მამოძრავებელი ძალა, რასაც შეცნობის, გაგების, დანახვის, სწავლისა და განათლებისაკენ სწარაფვა ჰქვია? და თუკი ეს ძალა ჩაკლულია ჩვენში, აღარაფერი აღარ გვიშველის. და თუკი სადმე ისევ ბჟუტავს, ხელისშეწყობა და დახმარება სჭირდება. ტოლერანტობა მხოლოდ ცივილური საზოგადოებების ფუფუნებაა. ამგვარი საზოგადოების აშენებას კი დიდი დრო და მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება... ვინ მკითხავს, თორემ დღეს საჯარო ლექციები უნდა იმართებოდეს ყოველ კუთხეში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უნდა ვასწავლიდეთ სიყვარულს, ტოლერანტობას, სხვისი აზრის პატივისცემას, ადამიანური და ჰუმანური დამოკიდებულების აუცილებლობას სხვათა მიმართ, ა.შ. ჰომოსექსუალიზმს ვაპატიბთ ვინმეს, ერტმანეთის განსხვავებული აზროვნება ვერ აგვიტანია! დედას აგინებენ ფეისბუქზე ტარკოვსკის (ეს ტარკოვსკი ვინაა, ამისი დედას შევეცი – სტილი დაცულია)?! რატომ? იმიტომ, რომ არ იციან! მეცოდებიან...უნდა ვასწავლოთ.რადაც არ უნდა დაგვიჯდეს...ჩვენც გვაგინებენ თავიდან, ალბათ...უნდა მოვითმინოთ! და მერე, თუკი რაიმე გამოგვივა, დედის გინების ნაცვლად იტყვიან – მე არ მომწონს, და ეს მხოლოდ ჩემი აზრია...მაგრამ მაქამდე შორია. ჰომოსექსუალიზმი კი მართლაც ძალიან მტკივნეული და ფაქიზი თემაა – თავიდან, ალბათ, ის უნდა ვუტენოთ თავში, რომ ჰომოსექსუალები ავადმყოფები და გარყვნილები კი არ არიან, არამედ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები, უმრავლესობისაგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით და რომ ამას არაფერი არა აქვს საერთო გარყვნილებასა და კრიმინალთან. ეს სტატისტიკითაა დადასტურებული – არცერთი სექსუალური კრიმინალი(პედოფილია, გაუპატიურება) ჰომოსექსუალი არ ყოფილა. ბოდიშს ვიხდი, ბევრი ვილაპარაკე – ერთი საშველი გვაქვს – განათლება და კიდევ განათლება!

    ReplyDelete
  7. ვეხმაურები წინა კომენტარს:,,ერთი საშველი გვაქვს – განათლება და კიდევ განათლება!”

    ეგ ერთადერთი გამოსავალია ალბათ.
    აუცილებლად სჭირდება ამ საზოგადოებას მეტი განათლებული ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალები, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ქალები ზრდიან ამ აგრესიულ, ჩარჩოებში მოქცეულ და სტერეოტიპებით თავგამოტენილ კაცებს და უსქესო გოგონებს.

    ქალბატონო ლელა, თქვენ გეწერათ სითამამეზე. იგივეს ვიტყოდი ჰეტეროსექსუალ ადამიანებზე. მათგანაც საჭიროა სითამამე. როდესაც საზოგადოებისთვის მისაღები, ჭკვიანი, რესპექტაბელური ადამიანი გესაუბრება სექსუალურ თავისუფლებაზე და სხვა ყველა დანარჩენ თემაზე თამამად, ეს მოახდენს გავლენას ასე მგონია.

    ReplyDelete