ჯიმ შვანთე
სერგეი ტრეტიაკოვის ჩანახატის მიხედვით გადაღებული `ჯიმ შვანთე~ (“მარილი სვანეთს”) ვისაც გინახავთ, გემახსოვრებათ, როგორი გულმოდგინებით აკივრდება მიხეილ კალატოზიშვილი უშგულის თემს, როგორ აინტერესებს ყველაფერი: მეურნეობა, უგზოობა, მარილის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, მკაცრი კლიმატი, ადათ-წესები, რუტინული ყოფა. მეც დაკვირვება გადავწყვიტე, - არჩევნების პროცესზე დაკვირვება!
ამ არაჩვეულებრივი ფილმის შემოქმედთაგან ერთი რამ განმასხვავებს _ ადამიანები, რომელთა არჩევანსაც უნდა მივადევნო თვალი, არამარტო მაინტერესებს, არამედ _ მიყვარს კიდეც.
თავად მე, ჩემი სამოქალაქო ვალის მოხდა დამოუკიდებელი დამკვირვებლის როლით გადავწყვიტე. ამიერიდნა არასოდეს მივცემ ხმას პოლიტიკოსს, რომლის პროგრამა კარგად არ შემისწავლია და მასში ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის და მოქალაქეთა ინტერესების (მათ შორის ჩემი!) დაკმაყოფილების დამაჯერებელი ხედვა არ დამინახავს. აღარ მინდა გონდაკარგული მოწოდებების, რიტუალური ტექსტებისა და როკვა-სიმღერის გაბრუებული მსმენელი ვიყო. ვერც ზარმაცი და თვითტკბობას მიცემულ მოღვაწეთა აზრები მანუგეშებს _ “რადგან პრეზიდენტმა არ გაამართლა, მაშინ მეფე გვიშველის, ის გვიპატრონებს!”.
მოკლედ, ჩემს დედულეთში მივემგზავრები. არც არავის წავუქეზებივარ და არც არავინ მაფინანსებს. ჩემი მეგორების წყალობით, ლაშხელებისთვის ტანსაცმელს, ტკბილეულს და სასკოლო ინვენტარს თავი მოვუყარე და ხელდამშვენებული გავუდექი გზას, როგორც №46 ლენტეხის საარჩევნო ოლქის, №14 ჩიხარეშის უბნის დამოუკიდებელი დამკვირვებელი.
"ისმინე, სვანეთო! შეხედე, მაყურებელო! სვან ბოლშევიკებს წინ ვერაფერი აღუდგება! მათ მხოლოდ ერთი პეშვი მარილი როდი მოაქვთ ან მხოლოდ ვიწრო ბილიკს როდი ჭრიან თოვლში, არამედ მათ გაჰყავთ გზა!
სვანეთისთვის საჭირო 107 კილომეტრიდან, უკვე პირველი ხუთწლედის მესამე წლისათვის, 50 კილომეტრი გზაა გაკვალული!" _ ასე მთავრდება 1930 წელს გადაღებული, მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი "ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანეთს").
მთების აფეთქების, დაკუნთული მშრომელების და ტრაქტორის ჰეროიკულ ფონზე, პარადული ენთუზიაზმით მოაბიჯებენ ახალი დროის მედროშე ახალგაზრდები, _ ინდუსტრიალიზაციის (1928-1932) პირველი მერცხლები! მარილის შეტანით, კომუნისტებმა ეს მხარე საბჭოეთის ნაწილად აქციეს.
XX საუკუნის 30-იან წლებში უშგულის თემში არსებული სოციალურ-კულტურული პრობლემები ზეო და ქვემო სვანეთისთვის დღესაც აქტუალურია. ცხადია, მშობიარე ქალებს სახლიდან არავინ აგდებს (ფილმის ეს ეპიზოდი აშკარა უზუსტობას შეიცავს!) და მარილის დეფიციტიც აღარ არსებოს. პირიქით, _ იგი ალპური მცენარეებით შეზავებული, ბოლშევიკების მიერ გაკვალული გზებით, ბარისაკენ უხვად მოედინება.
უმარილობა და უგზოობა დაძლეულია, მაგრამ უმუშევრობა, სოციალური დაუცველობა, ინფორმაციის ნაკლებობა ისევ ზღუდავს სვანეთში მცხოვრებ მოქალაქეთა არჩევანს და მშობლიური კერის მიტოვებას აიძულებს. აქ უკვე ბევრს ესმის, რომ თავისუფალი არჩევანი როგორც მარილისგან, ისე -ფქვილისგან თავისუფალი გადაწყვეტილებაა!
გასარეს სამართალი და დეიდაჩემის არჩევანი
განგრ, განგრ, გასარე!
სი მლდეღ ხი დაჰლარეშ,
დეშიამ ხილდეღ სიგარე.
ედომ ჯაწახ ბოშარე.
ძღდ ქივულ - ნატოს,
კოჭოლ ქივულ - ლელას!
განგრ, განგრ, გასარე!
თხების მწყემსო, გასარე,
ვერ გასწვდები, ბავშვები
თუ კი არ მოიხმარე!
დიდი ყველი _ ნატოს,
პატარა ყველი _ ლელას!
ეს ლექსი ერთი სვანური თამაშის ტექსტია. ბავშვები ერთმანეთს უფროსების დახმარებაში ეჯიბრებიან, შრომობენ, ირჯებიან. საღამოს კი _ ვალდებულები არიან მათი ნამოღვაწარის შესახებ სხვებს შეატყობინონ. მსმენელებმა კი უნდა განსაჯონ, თუ ვის ერგება გასარეს თხის დიდი ყველი და ვის _ პატარა.
მე და ჩემს დას, ნატოს, ეს თამაში კარგა ხანს გვართობდა. მსაჯული ცირა დეიდა იყო, ჩვენი ბავშვობის ყველაზე ნათელი და შთამბეჭდავი მონაწილე! საღამოს ჯერ ჩვენს ანგარიშს მოისმენდა, მერე მუხლებზე შეგვისვამდა და განსჯიდა. გულის ფანცქალით ველოდებოდით, თუ ვის მხარეს გდაიხრებოდა გასარეს სამართალი, ვის შრომას დაადებდა ფასს?!
ამ ასპარეზობას ბოლო აღარ უჩანდა: ლექსების დასწავლა, ღორებისა და ძროხების დაბინავება, ხანდაზმული ბაბუდებისთვის წყაროს წყლის მოტანა, უფროსების ახალი ამბებით უზრუნველყოფა, მოჩხუბარი ბავშვების ”ომში” მშვიდობის მტრედობა ანუ ყველაზე აგრესიულის კოცნით განეიტრალება და ა. შ.
ტყავიდან ვძვრებოდი, მაგრამ გასარე მაინც ნატოს ირჩევდა. საარჩევნო შტაბებიც გვქონდა - ინგას დერეფანი ჩემი მხარდამჭერებით ივსებოდა, ნატოს ფანები კი - მისი კლასელის, ნანას, ოთახში ბჭობდნენ.
ჩემებმა მირჩიეს, - როგორმე დეიდაშენის გული უნდა მოიგო და აგირჩევს. მეც ავდექი და მის მოხუც, დავრდომილ დედას მთელი დღე საწოლთან დავუჯექი. მარიამმაც, რადგან მოცლილი მსმენელი იშოვა, უშურველად მიმასპინძლა საყვარელი ლექსებით, არაკებით და პოემებით.
საღამოს, სათიბიდან დაბრუნებულმა დეიდამ ბევრი ქათინაური კი მითხრა და `გულს იმედი ჩამისახა! , მაგრამ როცა დები მუხლებზე შეგვისვა და ”გასარე” გააჩაღა, - ნატომ ისევ მაჯობა!
მეც და ჩემს მრჩევლებს არ გვჯეროდა, რომ მარიამის მსმენელ-გამრთობის როლი ვერ დამეხმარებობდა და ამიტომ მოხუცთან, როგორც სამსახურში, ისე დავდიოდი. ქანცი გავაცალე საბრალოს, - რეპერტუარის რამდენჯერმე გამეორება მოუხდა, მაგრამ ამაოდ! - გასარეს სამართალი და დეიდას არჩევანი არ მწყალბოდნენ.
დალახვროს ეშმაკმა! შტაბმა მოთმინება დაკარგა - ვეღარ ხვდება, როგორ დამაწინაუროს, როგორ მაქციოს სწორუპოვარ ფალავნად?!
მეც დავინტერესდი და ნატოზე დაკვირვება დავიწყე. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მის შრომადღეზე მიმეპყრო ყურადღება, თვალი `ამომრჩეველთან~ მის დამოკიდებულებაზე მეჭირა. ვერ წარმომედგინა, რომ არსებობდა რაღაც მიუკერძოებელი სიმართლე, რომელიც დეიდას არჩევანს განაპირობებდა და რომ ეს არჩევანი მასზე კი არა – ჩვენზე, ამ ორ, მოპაექრე კანდიდატზე იყო დამოკიდებული.
ერთხელ, ღამე, როცა ყველას ეძინა, ნატოს გაბმულმა ლაპარკმა გამაღვიძა: `ჯერ ძროხებს დავაპურებ, მერე - წყალზე გავრეკავ, მერე - ბებიას სარძევე ვედროს ჩამოვართმევ, მერე - ბაბუას ხარდნის მასალას მივაწოდებ, მერე... მერე - ლელას ვეტყვი: `გაინძერი, მზე ჩადის და ”გასარეს” დრო მოახლოვდა!.
არ გავბრაზებულვარ! სიხარულმა ამიტანა, რადგან წარმატების გასაღები ვიპოვე! ნატო ძილშიც კი ფიქრობდა და გეგმავდა საქმეს, ამიტომ ჩემზე სწრაფად, მოხერხებულად და ხარისხიანად აკეთებდა ყველაფერს. მე კი გზადაგზა, სახელდახელოდ, ნაუცბადევად ვაწყობდი და ვცვლიდი დღის წესრიგს, ამიტომ ნატოსგან განსხვავებით, ჩემი ნამოქმედარის ფორმულირებაც მიჭირდა. მე მას ვერ შევედრებოდი და შეჯიბრება აღარც მიცდია.
დედულეთში მიმავალს, მთელი გზა სწორედ ამ ჩემი პირველი არჩევნების სურათ-ხატები მიტრიალებდა. ჩემი მოუსყიდველი, მიუკერძოებელი დეიდას მაგალითი კი ენთუზიაზმით და სიამაყით მივსებდა გულს.
ხუთოსნები, სამოსნები და ოროსნები
პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიაზე წარმოდგენას, ჯერჯერობით, მხოლოდ სარეკლამო მასალა მიქმნის. უკვე ნათელია, თუ ვინ იმუშავა ამ რაიონში ყველაზე ინტენსიურად. ლენტეხის ცენტრს მხოლოდ ერთი ბილბორდი ამშვენებდა _ პენსიონერი ქალის მზერით გამთბარი მიხეილ სააკაშვილის სურათი. ღობეებიც ექსპრეზიდენტის პორტრეტებითაა გადანწითლებული. რამდენიმე სოფელში კი ბავშვები თავს ხუთიანებით გაფორმებული ქუდითა და ყელსახვევით იწონებდნენ და ითბოდნენ.
ლევან გაჩეჩილაძის სარეკლამო მასალა მეორე ადგილს იკავებდა, დავით გამყრელიძის _ მესამეს. დანარჩენი კანდიდატების არსებობაზე, სამწუხაროდ, აქ არაფერი მიუთითებს. ერთი ჩემი ნათესავის ვაჟმა ამ ჩემს დაკვირვებას ასე უპასუხა: ”ჰო, მიშა ხუთოსანია და დანარჩენები სამოსნები და ოროსნები გამოდიან!” - ამბობდა და თან სიცილით იგუდებოდა, მოსწონდა მისი ნათქვამი.
5 იანვარს დილის 7 საათზე კომისიის ყველა წევრი გამოცხადდა უბანზე. ორი დამოუკიდებელი დამკვირვებელი ვართ: მე და ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი.
გაუგონარი სიცივეა და შეშის ღუმელის გამართვა სასიცოცხლოდ აუცილებელია არჩევნებისთვის. სითბოსთან სიახლოვე ფუფუნებაა, ამიტომ ყველა იქით მიისწრაფვის.
პირველი ამომრჩეველი სოფლის ექიმის ვაჟია, თავზე მოხუთული, წითელი ქუდი ახურავს და ძალიან გახარებულია. მოქალაქეობრივ ვალს იხდის და მალევე გვემშვიდობება. რვას ათი წუთი აკლია.
ათი საათიდან მოქალაქეები გააქტიურდნენ. მარკირებაზე ბევრი ამბობს უარს. კომისიის წევრებიც მშვიდად არიან, რადგან მზია ქურასბედიანი ყველა ხმის მიმცემი ამომრჩევლის გვარს და სახელს ინიშნავს. მე რეგისტრაციის პროცესს ვაკვირდები და გაცემულ ბიულეტენებს ვითვლი.
ზოგჯერ ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვებით დაინტერესებული ჩიხარეშელები უბანზე უცერემონიოდ შემოდიან, მაგრამ საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ქალი მაშინვე კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს:
- გარეშე პირთა შემოსვლა აკრძალულია, წესით და კანონით!
დაუპატიჟებელი სტუმარი მალევე იძულებული ხდება გარეთ შეკრებილებს შეუერთდეს და არჩევნების თემაზე ლაპარაკიც იქ გააგრძელოს. საღამოს ექვსი საათისკენ ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო და რომ არა ერთი პატარა გოგონას ოხუნჯობა, ნამდვილად მოვიწყინე - თავისი წითელი ქუდით ხელში მთელი უბანი შემოირბინა, მერე თავზე კარგად მოირგო და მომიახლოვდა:
- გინდა გაჩვენო, რა გამოვა, თუ ამ ქუდს ამოვატრიალებ? - მკითხა და "ორიანით" დამშვენებული შუბლი მომიშვირა. სურათი გადავუღე. ძალიან ეამა, შრომა რომ დავუფასე, მაგრამ გაკვირვებული მიყურებდა, რადგან მის ხუმრობაზე არ მეცინებოდა.
რვის ნახევარიდან უბანზე არავინ გამოჩენილა – ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. სამაგიეროდ, შუქის ჩაქრობა-ანთების პროცესი დაიწყო, მაგრამ ნურას უკაცრავად! (როგორც ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იტყოდა!) ისეთი ფანარი მაქვს, რომ ბადრი მთვარის მეტოქედ გამოდგება. სწორედ ამ შუქურათი ხელში, ვდგავარ საარჩევნო ყუთთან და ხმების დათვლას ვაკვირდები. აი, საბოლო მონაცემები, რომლებიც 307 ხმის განაწილებას გვიჩვენებს:
ლევან გაჩეჩილაძე - 35
არკადი პატარკაციშვილი - 29
დავით გამყრელიძე - 11
შალვა ნათელაშვილი - 7
მიხეილ სააკაშვილი - 218
გიორგი მაისაშვილი - 1
ირინა სარიშვილი - 0
ამომრჩეველთა უმრავლესობამ საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას და `ნატოში~ გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
ღამის 12 საათზე მოვრჩით ყველა პროცედურას. მალე სახელდახელო სუფრაც გაიშალა. კომისიის ერთი წევრის სიტყვები არასოდეს დამავიწყდება: `გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას! მალე მოვსწრებოდეთ იმ დროს, როცა ხმას იმ ადამიანს მივცემთ, ვინც ჩვენ გვინდა~.
მიუხედავად დაღლილობისა, კარგა ხანს არ დამეძინა. ნინო გელაშვილის სმს-ი გულზე მალამოდ დამედო - "არ გაიყინო, გეხვეწები, ხვალ დილისთვის მჭირდები!"
6 იანვარს, დილის ათის ნახევარზე, ჩემი დაკვირვების შედეგები "რადიო თავისუფლების" მსმენელებს გავაცანი.
ნაშუადღევს ბავშვობის მეგობარს ვესტუმრე, - ჩემი შტაბის ხელმძღვანელს, რომელიც ძალიან კი მგულშემატკივრობდა, მაგრამ ჩემს `პრეზიდენტობას~ ვერ ეღირსა.
გავარვარებულ ღუმელთან შეკრებილი ყველა სტუმარი არჩევნებზე ლაპარაკობდა.
50 წლის ქალი: "რა ვქნა, ორმა ისეთმა ნათესავმა მთხოვა - ხმა ამას მიეციო, რომ ვერაფრით ვერ გავაწბილებდი და ვერც მოვატყუებდი".
65 წლის ქალი: "რას ვერჩი სააკაშვილს? მე და ჩემი ავადმყოფი და მის კისერზე ვართ. ჩვენი პენსია ფქვილისა და წამლისთვის ვერ გვყოფნის და ვინც პესიას მომიმატებს, იმას ვაძლევ ხმას!"
27 წლის ვაჟი: "ბევრი კითხვა დარჩა უპასუხოდ. არ მიყვარს ეშმაკურად დამუნჯებული და დაყრუებული ადამიანი, ვერ ვენდობი ასეთებს".
43 წლის ქალი: "სოფელი დაცლილია. ოჯახებზე დასარიგებელი ფქვილის ნახევარი დაურიგებელი დარჩა და უფროსობამ სულ თავისიანებზე გაანაწილა. ძალიან გვიჭირს და მგონია, რომ დახმარება სწორედ ჩვენნაირებს ერგებათ, მაგრამ სადაა სამართალი? არაფერი იცვლება, რადგან ზუსტად იგივე ხალხი განაგებს ჩვენს ბედს".
21 წლის გოგონა: "ეს რანაირი არჩევნებია? იმის მაგივრად, რომ მაგიდას კანდიდატები შემოუსხდნენ, - ცოლებს აგზავნიან და ალაპარაკებენ ქმრების ავ-კარგზე. სასაცილოა! ჩვენ ისედაც არაფერი ვიცით ამ კანდიდატებზე, აქ მარტო `რუსთავი-2~ აჩვენებს. მე ქალაქში ხშირად ვარ და უფრო მეტი ვიცი, მაგრამ ჩემი ჩამოტანილი ამბავი რას უშველის საქმეს?"
42 წლის ქალი: "მე ჩემი ხმა სოფლის ექიმის რჩეულს მივეცი. ვერ ვეტყოდი უარს, რადგან მარტო ჩემზე კი არა, - მთელს სოფელზე აქვს ამაგი..."
ასეთია ლაშხელების არჩევანის პალიტრა. მე კი ყველაზე მეტად დეიდაჩემის მსჯელობამ და არჩევანმა დამაინტერესა:
"ხომ იცი, პროპაგანდა ჩემზე არ მოქმედებს და არც არავის გაუბედია ჩემი გადაბირება. მაგათი პროგრამა მე არ წამიკითხავს, ამიტომ დევიზების მიხედვით გადავწყვიტე ამერჩია: ღმერთის ანაბარა დარჩენილმა, ხმა შალვა ნათელაშვილს მივეცი, რადგან სწორედ მას ეწერა: `ენა, მამული, სარწმუნოება~. გარდა ამისა, მგონია, რომ იგი ყველა არჩევნებზე უსამართლოდ დაიჩაგრა და არ შემიძლია ასეთ ადამიანს ხელი არ შევაშველო".
მე რომ რეჟისორი ვიყო, პოსტსაბჭოთა პერიოდის არჩევნებზე ფილმს სწორედ სვანეთში გადავიღებდი და ასე დავარქმევდი “ფექ შვანთე” ანუ “ფქვილი სვანეთს”.
გიცანი, კალისტრატე!
დღეს 16 იანვარია. უკვე თბილისში ვარ. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე – პასუხები. ცუდ ხასიათზე ვარ.
ჯორჯ ბუშმა და ჰავიერ სოლანამ მიხეილ სააკაშვილს უკვე მიულოცეს პრეზიდენტობა, ე. ი. მათ სცნეს არჩევნების დეკლარირებული შედეგი.
აი, სწორედ ამან გამახსენა ერთი პირველი რესპუბლიკისდროინდელი ამბავი. Eეს ისტორია, 1991 წელს, როცა უკრაინამ გვცნო, რეზო ჭეიშვილმაც გაიხსენა და გაზეთ “მოწამეთაში” გამოაქვეყნა.
ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ერთმანეთს მენშევიკი კალისტრატე ჩიკვაიძე და გაღატაკებული აზნაური სერგია ერისთავი შეხვდა.
- ბიჭო, პორტუგალიამ და ერთა ლიგამ გვცნო, - მიახარა მეგობარს კალისტრატემ.
- მაგ `ცნობა~ იცი რას გავს? - შენ რომ რიონს მიჰქონდე და მე რომ ხიდი თავიდან გეძახოდე: `გიცანი, კალისტრატე, გიცანი!~-მეთქი.
ასე გადაასხა ცივი წყალი რეალისტმა სერგიამ მეგობრის ზომაგადასულ ოპტიმიზმს.
ლელა გაფრინდაშვილი
“ცხელი შოკოლადი” N35, 2008