რატომ ემართებათ ქალებს
“ქალების წესი”


1. ძველად მენსტრუაციის ბეგარა მამაკაცებს ჰქონიათ გადასახდელი და სისიხლი იღლიებიდან მოსდიოდათ თურმე. ამბობენ, ვითომ ამის ნიშანიაო, რომ კაცებს ნამეტანი თმიანი იღლიები აქვთ და სულ ეფხანებათ, ამიტომაც იგლიჯავენ ბეწვს. ამ დროს თურმე კაცები იღლიებში გოგრას იმაგრებდნენ და სისიხლი იქ ჩაედინებოდა.

ახლა ქალები ნაბდის ნაჭრებს იყენებენ სისხლის შესაკავებლად.
ისინი დღესაც წყევლა-კრულვას უგზავნიან იმ პირველ ქალს, ვინც ეს წესი კაცებიდან ქალებზე გადმოიტანა.

ეს ამბავი ასე ყოფილა: ძველად სვანეთს ბევრი მტერი ჰყოლია და თავადაც ბევრს მტრობდა, სულ შიშში ცხოვრობდა და იქეთაც ბევრს აშინებდა თურმე. უფრო მეტად ყაბარდო-ბალყარელებს და სვანებს ჰქონიათ ურთიერთქიშპობა, კვლა და წართმევა. ერთ დროს ყაბარდო-ბალყარელებს თავკაცად მირზაბეგი ჰყოლიათ. ის ისეთი ავისმქნელი და მარჯვე ყოფილა, რომ ღამით, მძინარე ქალებს ბავშვებს აკვნიანად ჰპარავდა და იტაცებდა. შვილებს დედები “მირზაბეგით” აშინებდნენ თურმე. როგორც კი ამ სახელს გაიგებდნენ მტირალა ბავშვები, მაშინვე ხმას ჩაიგდებდნენ.

ამ მირზაბეგმა შეიტყო თურმე, რომ ერთ სოფელში ყველა კაცს მენსტრუაცია ჰქონდა. დრო შეარჩია და თავისი ჯარით შეუხტა მათ. კაცებისთვის, თავიანთი მდგომარეობის გამო, გარეთ გამოსვლა არ შეიძლებოდა. მტრებმა შეაგროვეს ამ სოფლის ყველა სულიერი, ყველა სიკეთე, ქალი და ბავშვი და თან წაასხეს. ამ უბედურებას ერთი ქალი გადარჩენილა და უყურებდა, როგორ მიერეკებოდნენ მომხდურნი თავისიანებს.

მუხლებზე დაცემულა მაშინ ქალი და მარიამისთვის უთხოვია: “მადლიანო მარიამ, შეიბრალე ქრისტიანი ადამაინები, კაცებს მენსტრუაცია მოაცილე და მე დამმართე!”

მარიამს შეუსმენია მუდარა: კაცები განკურნებულან და ქალს შეჰყრია მათი სენი. იგივე დამართნიათ დატყვევებულ ქალებსაც. ეს რომ ყაბარდო-ბალყარელებს შეუტყვიათ, შეზიზღებიათ ქალები და დაუტოვებიათ. ამასობაში განკურნებული კაცებმა აისხეს თავიანთ თოფ-ხანჯალი, დაედევნენ მტერს, ამოწყვიტეს და მთელი ნადავლი დაატოვებინეს. ამის შემდეგ იქცა თურმე მენსტრუაცია “ქალების წესად”.


2. მთელს ქვეყნიერებაზე ყველგან ქალებს მენსტრუაცია ემართებათ. მაგრამ სვანეთში იგი სხვა სახით და წესით არის შეჩვეული ქალებზე. ეს ბეგარა ყველა ქალის სახადია და არც ესირცხვილებათ ისევე, როგორც ქმრისგან დაორსულება.

როცა ქალს ეს ბეგარა სჭირს, მაშინ იგი ერთი დღით ადრე გაერიდება ყველას უკაცრიელ სახლში ან განმარტოებით მდგარ სადგომში. ამით ყველა ხვდებოდა, რომ იგი უწმინდური იყო. ამ სადგომში , ზამთარში, ბავშვები მას შეშას და კვარს უგროვებენ ცეცხლის დასანთებად, ასევე მოაქვთ ფეტვის ან ქერის ჩალა , ძველმანი ნაბადი და რამე ზემოდან დასაფარებელი და ამ ყველაფერს სადგომიდან მოშორებით ალაგებენ, რომ უწმინდურობა არ გადაედოთ და სახლი არ შებილწონ.

ასე იყო ქალი ერთი კვირა უკაცრიელ ალაგში. საჭმელ-სასმელს თუ მოუტანდნენ, იმასაც განზე, შორიახლო ალაგებდნენ. თუ სოფელში სხვასაც სჭირდა ეს წესი, მაშინ ქალები ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე.

სისხლის წამოსვლიდან მესამე დღეს, პირველ პირ წყალს ივლებდნენ, მეხუთე დღეს – მეორე პირს. ახლა ვითომ ნაკლებად უწმინდური იყო ქალი. მაგრამ სახლში მაინც არ შეიშვებოდა. კვირის თავზე მესამე პირ წყალს ივლებდა და საგულდაგულოდ ბანაობდა. ამის შემდეგ შინ ბრუნდებოდა.

ისეც მომხდარა, რომ მეორე პირი წყლის გადვლების შემდეგ, ქალს მისი საყვარელი დაუბარებია სადგომში. მაგრამ თუ ამას ვინმე შეიტყობდა, ნამეტანი სამარცხვინო იყო სვანეთში. ასეთ ყმაწვილს ჩხუბის დროს “უწმინდურის სარეცელის მოწილეს” მიაძახებენ ხოლმე.

თუ სახლში უწმინდურია, მაშინ სანადიროდ არავინ მიდის, რადგან მონადირეს ბედი არ სწყალობს და უკან ხელცარიელი ბრუნდება. ამის გარდა, ასეთ სახლში ლოცვაც არ ვარგოდა, რადგან მლოცველის წადილი გაქარწყლდება და არ გაჭრის.


სვანურიდან თარგმნა ლელა გაფრინდაშვილმა
გუჩა ფილფანის თქმით, 1940 წელს ჩაიწერა მაქსიმე ქალდანმა

დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”, მარტი, 2011, №69

7 comments:

  1. Anonymous23/6/11 12:01

    ეეეეჰჰ

    ReplyDelete
  2. Anonymous28/6/11 20:46

    Tu martla asea dges 21-e saukuneshi qalebi gacilebit aqtiur socialur cxovrebas ewevian, mashasadame kacebs sheudzliat ukan gadaibaron es tavianti "menstruacia" :DDD

    ReplyDelete
  3. ერთი ჩემი ჰომოფობი ბენეფიციარი გამახსენდა, გეებზე ასე მსჯელობდა: "ღმერთმა პატივი გცა და კაცად გაგაჩინა, მენსტრუაცია არ გემართება და კიდევ უმადური ხარო?" :)

    ReplyDelete
  4. Anonymous said...

    Tu martla asea dges 21-e saukuneshi qalebi gacilebit aqtiur socialur cxovrebas ewevian, mashasadame kacebs sheudzliat ukan gadaibaron es tavianti "menstruacia" :DDD
    :)))

    ReplyDelete
  5. საინტერესო პოსტია. მკითხველს ვურჩევთ ეწვიოს ამ ლინკებსაც http://www.medgeo.net/2016/04/06/seqsualuri/
    www.medgeo.net/2018/07/07/სექსოლოგია-3/

    ReplyDelete
  6. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete
  7. According to Stanford Medical, It is really the SINGLE reason this country's women get to live 10 years longer and weigh 19 KG less than we do.

    (Just so you know, it is not about genetics or some secret diet and EVERYTHING related to "how" they are eating.)

    BTW, I said "HOW", not "what"...

    Tap this link to see if this short questionnaire can help you release your real weight loss possibilities

    ReplyDelete