უსიერ ტყეში
ვუძღვნი თიკა რეხვიაშვილს
და ნატალია კობიაშვილს
ამ წერილით 31 ოქტომბერს, ერეკლე II-ს ქუჩაზე მომხდარ Halloween-ის დარბევას ვეხმაურები.
ალბათ მიხვდით, რომ სათაური იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას, მოთხრობიდან ვისესხე. და ეს არა იმიტომ, რომ იგი ჩემი ყველაზე საყვარელი მოაზროვნეა, არამედ იმ გულისტკივილის გამო, რასაც რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოების ნაწილის გაუგონარი პოზიცია განაპირობებს. დააკვირდები მათ შეხედულებებს, აგრესიულ ქცევას და თავი უსიერ ტყეში გგონია, გამოუვალ, ბნელ და ავისმომასწავებელ ლაბირინთში.
ბევრი დამეთანხმება, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი ცოდნისა და რწმენის თანაარსებობას გამორიცხავს. მაშინ, როცა ადამიანის გონებრივი და სულიერი შემოქმედება ურთიერთშემავსებელია. ამის მაგალითია საქართველოში ორი უმაღლესი საასწავლებლის, გელათისა და იყალთოს აკადემიების, მონასტერთან დაარსება, რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნების სამაგალითო დიალოგი დასავლურ კულტურასთან.
ხალხური დღესასწაულებისა და სანახაობების საკითხში განსწავლულ ადამიანს კარგად მოეხსენება, რომ ქართული კულტურა ყოველთვის ივსებოდა ახალ-ახალი შინაარსებით. მთვარის, ტაროსის, განაყოფიერებისა და შვილოსნობის, ხეთა და ცხოველთა თაყვანისცემის სანახაობები, მისნური და ჯადოქრულ-საწესო ცეკვები სავსეა დასავლური ანალოგიური რიტუალების დეტალებით.
გარდასახვა, ყოფითი პრობლემებისა და განცდების ინსცენირება, ლხინისა და ვარამის გამომზეურება ადამიანს ყოველდღიური რუტინისაგან დისტანცირებასა და რელაქსაციაში ეხმარებოდა; სანამ ბუნებას შეისწავლიდა და დაიმორჩილებდა, იგი თამაშობდა და ტკბებოდა. ამიტომ ხელოვნება მრეწველობაზე ხანდაზმულია, სიამოვნება კი _ შემეცნებაზე ძველი.
მაშ, რა ხდება დღეს? რამ შეაშინა მართლმადიდებლობის სახელით მოღვაწე ხალხი? რატომ ამბობს მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ Halloween-ი სატანისტურია და რომ: "რამდენიმე წელია ცდილობენ ამ ე. წ. დღესასწაულის დაკანონებას. კონკრეტული პიროვნება და ორგანიზაცია არ ჩანს, მაგრამ ყოველივე ამის უკან დგას დასავლეთი, უფრო ამერიკა..."?
არა მგონია, ეს კითხვა რიტორიკული იყოს. პასუხის ძიების, აზრის დაბადების პროცესში მე მხოლოდ ბებიაქალის როლს შევასრულებ. მოსამართლის ტვირთი კი -თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა აიღოთ საკუთარ თავზე.
სიმბოლური სასამართლოს იდეასაც აკუტაგავას მოთხრობას ვუმადლი: იამასინასაკენ მიმავალ გზაზე, უსიერ ტყეში მომხდარი მკვლელობის საიდუმლოს ამოსაცნობად, მწერალი უსმენს ყველას _ ბრალდებულს, მოკლულის სულს და მის მეუღლეს, სასამართლო მოხელეს, ჩაფარს, ტყის მჭრელს, მოხეტიალე ბერს. მაგრამ კანაძავა ტაკეჰიროს მკვლელი მკითხველმა უნდა გამოიცნოს, მასზეა მთელი პასუხისმგებლობა.
მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს! ეს სიმბოლური სასამართლო ერთადერთი არჩევანია, რადგან სისხლის სამართლის საქმე "სატანისტების" დარბევის შესახებ აღძრული არ არის.
ამ საქმესთან დაკავშირებულ ვერც ერთ სახელმწიფო მოხელეს ვერ დავუკავშირდით. ისინი ან არ არიან, ან - სატელეფონო ზარს არ პასუხობენ.ჩვენს განსჯაში მონაწილეთაგან არცერთის ვინაობას არ ვასახელებ, რადგან მეშინია, ვინმემ მათზე ანგარიშსწორება არ მოინდომოს. სამარცხვინოა, როცა 21-ე საუკუნის საზოგადოებაში, აზრისა და პოზიციის გამოთქმა შეიძლება ძალადობის მიზეზი გახდეს.
რა უამბო სასამართლოს Halloween-ის მონაწილემ, 18 წლის გოგონამ
გამოგიტყდებით, რომ იმ დღეს ცოტა შეუძლოდ ვიყავი და კინაღამ შინ დარჩენა ვარჩიე. მაგრამ როგორც კი გამახსენდა, რომ ღონისძიება საქველმოქმედო იყო, - რა გამაჩერებდა? თან ჩემს მეგობრებსაც ვნახავდი, გავერთობოდი. ასეთი სახალხო, კოსტიუმირებული ზეიმები ხომ ჩვენს ქალაქში იშვიათია? ყველაფერი პოლიტიზირებულია. მამაჩემი მიყვება, საბჭოთა დროს კონცერტის ბოლოს კომუნისტური პარტიისათვის მადლობა უნდა გადაგეხადა ან მეცნიერულ ნაშრომში ლენინი უნდა გეხსენებიაო, - სწორედ ეს მახსენდება, როცა თანამედროვე გასართობ ღონისძიებებს ვუყურებ.
წლევანდელი Halloween-ი სხვანაირი იყო, თეატრს ჰგავდა, "პატრინოტი" არ იყო. რაც გაზეთ "ალიაში" დაიწერა, ეს ავტორების მიერ სასურველის რეალობად გასაღება უფრო იყო, ვიდრე - რეალობა. სანამ ეს ხალხი გამოჩნდებოდა, ყველაფერი წყნარად მიდიოდა. მოვიდნენ, დაიწყეს ახალგაზრდების დამოძღვრა (სხვათა შორის, დაცვამ და პოლიციამ ისინი უპრობლემოდ შემოუშვა მაშინ, როცა უბილეთოდ არავის ატარებდნენ), შემდეგ სცენაზე აცვივდნენ, წამყვანი პირდაპირ ხალხში გადმოაგდეს და ტექნიკის მტვრევა დაიწყეს. დიჯეი ცემეს და სცენის უკანაც დაერივნენ ხალხს.
ერთი კითხვა მაქვს კიდევ. ჩემმა ნათესავმა 80-იან წლებში, სუფრაზე, ვიღაც კაცს თავში ბოთლი ჩაარტყა და თან იძახოდა: როგორ მიბედავ, მე უნივერსიტეტის პროფესორი ვარო. იმ დღის მერე, მისი ფეხი უნივერსიტეტში არავის უნახავს. საინტერესოა, ამ ამბავს საპატრიარქო როგორ გამოეხმაურება? მე იმედი მაქვს, რომ ძალადობას, ადამიანების შეურაცხყოფას აუცილებლად დაგმობენ.
მიუხედავად იმისა, რომ გვარიანი შიში ვჭამე, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემი 15 ლარი სასარგებლო საქმეს მოხმარდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მოიძიეს ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ და ორ, სოციალურად დაუცველ გოგონას ფინანსური დახმარება გაუწიეს: თიკა რეხვიაშვილს, პოეტესასა და ნიჭიერი შემოქმედს და ნატალია კობიაშვილს - ადამიანს, რომლის თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რამელშიც მე ოდესმე მონაწილეობა მიმიღია.
ქველმოქმედება ყოველთვის გაფიქრებინებს, რომ საჭირო ხარ, კეთილი და მოსიყვარულე. ამ ფონზე, 31 ოქტომბერს მომხდარი ვანდალიზმი არაფრად მიღირს.
რა უთხრა სასამართლოს 80 წლის ეთნოგრაფმა ქალმა, ქართული შრომითი, საწესო და დრამატული სანახაობების მკვლევარმა

ამ სამარცხვინო დარბევას მხოლოდ ილია ჭავჭავაძის სიტყვებით მინდა ვუპასუხო: "ცოდნა სინათლეა".
თამაში კაცობრიობის ბავშვობაა. საქართველოში, დაბა ვანში, აღმოჩენილია ანტიკური ხანის თეატრალური ნიღბები, რაც ადასტურებს, რომ ხალხური სანახაობები ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქვეყნის ყველა რეგიონი შრომასთან, რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ რიტუალებს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა.
ჩემი დიდი წინაპარი კავკასიაში სახელგანთქმულ ბერიკა-მუშაითის, აბელ რევაზიშვილის დასის წევრი და თბილისში, ერევნისა და გუნიბის მოედანზე გამართული სანახაობების მონაწილე იყო.
1855 წელს, აღდგომა დღეს, აბელმა თბილისში "დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა" განასახიერა. იგი დამსწრე საზოგადოებას ოჩოფეხებზე მდგომი, ხელში ნაბდის ქუდით მოუთხრობდა აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში მოგზაურობაზე. მისი ქუდი იმ ქვეყნის მკვიდრის სახეს იღებდა, რომელზეც ბერიკა-მუშაითი საუბრობდა. ჩემი დიდი პაპა პამპულა-ხუმარა იყო და არანაკლებ ართობდა ხალხს.
პაპაჩემი 1894 წელს, თბილიში გამართული სპექტაკლის "ყეენობის კუდი" მონაწილეა და ყოველთვის სიამაყით იხსენებს, რომ მათ წარმოდგენას ილიაც ესწრებოდა.
"ბერიკაობისა" და "ყეენობის" შესახებ არსებული ეთნოგრაფიული მასალით დგინდება, რომ ეს სანახაობები განაყოფიერებისა და შვილიერების კულტს უკავშირდება. ("ბერი" ეტიმოლოგიურად ბერას ანუ ნაშობს, ბელს ნიშნავს.). ამ რიტუალით ქართველები თითქოს ხარკს უხდიან ღვთაებას, რათა მას გვარისა და თემის გამრავლებისათვის ხელი არ შეეშალა.
"ჭიაკოკონობა" (სულხან-საბას მიხედვით, "ჭიაკოკოლა" დიდ, ჩალის ცეცხლს ნიშნავს) კი გვიჩვენებს, რომ ავი სულები თავიანთ მსხვერპლს ითხოვენ და სოფელ-სოფელ დაეხეტებიან. პაპაჩემი მიყვებოდა: ქაჯები და ჭინკები იალბუზის მთაზე იკრიბებიან. შემდეგ ჩვენსკენ დაიძრებიან და თუ სახლის წინ ცეცხლი არ დაინახეს, - შინ შევლენ და ან ვინმეს გააგიჟებენ, ან კიდევ - ბავშვს მოიტაცებენო.
ახლაც გული სიყვარულით მევსება, როცა ჩემთან ერთად მოფუსფუსე პაპა გამახსენდება: კაჭაჭს ის აგროვებს, ერდოზე ასკილის ეკლიან წნელს ამაგრებს და კოცონზე მოხტუნავე გოგო-ბიჭებს ტაშს გვიკრავს.
Halloween-იც ანალოგიური ზეიმია. როცა განათებულ გოგრას დაინახავს, შეუძლებელია ეთნოგრაფს "კვახა-ბერა" არ გაახსენდეს, სარწყული კვახისგან გაკეთებული, თვალების, პირისა და ცხვირის ადგილზე ამოჭრილი ნიღაბი, რომელიც თავზე ეხურათ ბერიკებს. "კვახა-ბერას" იმერეთში აღდგომის წინა კვირას თამაშობდნენ. ასევე არსებობდა დათვის, მგლის, მელიის, ვირის, ტაროსის ღვთაების, ცხენ-კაცის ნიღბები.
ნიღბებში საგანგებოდ გამოწყობილი ბავშვები ჩამოივლიდნენ სოფელს და ყველა გლეხის ჭიშკართან მღეროდნენ: "კიჭებიო, კიჭებიო, დაგეზარდოთ ბიჭებიო".
სიმბოლური კია, რომ Halloween-I ერეკლე II-ის ქუჩაზე გაიმართა. ამ მეფეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სანახაობების შენახვისა და შთამომავლობისთვის გადაცემის საქმეში. მის კარზე არსებობდა საოხუნჯო დარბაზი, სადაც ხუმარა ბენია (იოანა-ბუიანა) მართავდა წარმოდგენებს. ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ თარხანი, გიორგი მახათაძე, რომლებიც მასკარადის არქაულ შინაარსსაც ინახავდნენ და ახალი, თანამედროვე პრობლემებითაც ამდიდრებდნენ მას. მაგალითად: 19-ე საუკუნეში “ბერიკაობის” რიტუალში გაჩნდა “გაროზგვის” სცენა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იმპერიის ჩინოვნიკებს უნდა უმადლოდეს.
ბოლოსკენ მინდა ვთქვა: ადამიანმა, რომელმაც თავისი კულტურა კარგად იცის, მას უცხო კულტურის არ შეეშინდება და მით უმეტეს, - მის წინააღმდეგ არასოდეს გაილაშქრებს. ერთ ბერიკას უთქვამს: "ენა ყველას იტყვის, მაგრამ კაცს სინდისი უნდა ჰქონდეს".
რა წერილზე მიუთითეს სასამართლოს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებმა, თავიანთი პოზიციის გასაცნობად
ე. წ. ჰელოუინი
ამა წლის 31 ოქტომბერს, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ერეკლეს ქუჩაზე მოეწყო ე. წ. ჰელოუინის "ზეიმი". თავისი არსით, ჰელოუინი, არის წარმართული, სატანური რიტუალის გათანამედროებული ფორმა. ინფორმაცია ჰელოუინის არსის შესახებ იხილეთ ჩვენს საიტზე (http://www.religia.ge/, რუბრიკა მიმართვები, ბუკლეტები). ჰელოუინის "ზეიმი" არაგათვითცნობიერებულთათვის კარნავალის სახით არის შენიღბული, ფორმით კი ეს კარნავალი არის საზარელი აღვირახსნილი სანახაობა, სატანისტური ნიღბებით, ნარკოტიკებით გაბრუებული ხალხით, ორგიებით, ვაკხანალიით, ღია და დაუფარავი სექსით პირდაპირ ქუჩაში, საზოგადოების თანდასწრებით, შიშველი ქალების როკვითა და სხვა ათასგვარი უზნეობით.
ნებისმიერი ფორმის სატანური რიტუალის მიზანი ჭეშმარიტი ღმერთის შეურაცხყოფაა. თბილისში ჩატარებული "ჰელოუინის" აქციაზეც გათამაშდა სიმბოლური სცენა, - მართლმადიდებლობის დამარცხება: ახალგაზრდა კაცი სცენაზე განასახიერებდა მუხას. ითქვა, რომ მუხა - ეს მართლმადიდებლობაა, შემდეგ ნახევრადშიშველმა ქალებმა მუხა-მართლმადიდებლობას ჰკრეს ხელი, წააქციეს იგი და თავს დააცხრენ. აი, ასე "დაამარცხეს" ჰელოუინის მესვეურებმა უგუნური ხალხის თანდასწრებითა და, ფაქტობრივად, შეგნებული თუ შეუგნებელი მონაწილეობით მართლმადიდებლობა.
მართლმადიდებლობის "დამარცხების" შემდეგ მონაწილეები მიეცნენ ვნებებს, როკვას, ორიგებს, სექსს პირდაპირ მიწაზე, რისი მოწმენიც იქ მისულები გახდნენ და სხვა უზნეობას.
სრულიად აშკარა იყო, რომ ჰელოუინის მესვეურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფა იყო: აღვირახსნილმა ბრბომ შებილწა ჩვენი სიწმინდე, სიონის ტაძარი, მისი ეზო ტუალეტად აქცია და წაბილწა, ხოლო მავანმა ტაძარზე თქვა, რომ ის არის ტუალეტი, რომელსაც სიონი ჰქვიაო.
მართლმადიდებელთა უკმაყოფილება "ზეიმთან" დაკავშირებით იზრდებოდა, მათ იწყეს მოგროვება ერეკლეს ქუჩაზე და სურდათ შეეჩერებინათ უმსგავსოება და სიწმინდეთა შეურაცხყოფა. "მოზეიმეებთან" მისულ მართლმადიდებელ მოძღვარსა და მრევლს, რომელთაც სურდათ აეხსნათ მონაწილეთათვის ჰელოუინის ნამდვილი არსი, მოეწოდებინათ მათთვის, შეეჩერებინათ აღვირახსნილობა და უზნეობა, არც კი მოუსმინეს, ექსტაზით გაბრუებულები (რასაც არც მალავდნენ) იქ მისულ მოძვარს უკნიდან ასხამდნენ კოკა-კოლასა და სხვა სასმელებს, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ. დაპირისპირებს მოჰყვა არეულობა. იგი შემდგომ გადაიზარდა ჩხუბში თავად მონაწილეებს შორის, თუმცა სამართალმდაცვების ჩარევით დამყარდა წესრიგი.
გაიმართა საუბრები მონაწილეებთან. გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას არც კი ჰქონდა გააზრებული, თუ რისი უნებლიე მონაწილენი შეიქმნენ ისინი. ამის გამო ისინი წუხდნენ და ნანობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ მიიღეს მხილება, დაუფარავად აცხადებდნენ, რომ უზენობა მათი არჩევანია და ეს მათი უფლებაა. ამაზე ჩვენმათ ვუპასუხებთ: ქუჩებში მათი აღვირახსნილობა არის უკვე უზნეობის ქადაგება, რის უფლებასაც მათ არ მისცემენ მორწმუნეები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებსაც სურთ ზნეობრივი საზოგადოება, ზნეობრივი გარემო, რომელშიც უნდა აღიზარდონ მათი შვილები, საქართველოს მომავალი თაობა.
რაც შეეხება ზოგადად სატანიზმს, ესაა მეტად საშიში მოვლენა, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრება ყველას: მიმდევრებს - თვითმკვლელობის, როგორც სატანიზმის უმთავრესი მიზნის, პროპაგანდითა და მოწოდებით, ხოლო არამიმდევრებს - რიტუალური მკვლელობებით. სატანიზმის ხელშეწყობა გამოიწვევს საზოგადოების ღია დაპირისპირებას სატანიზმის მიმდევრებისადმი, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრბა სატანიზმის ხელშემწყობლებს.ჩვენ მოვითხოვთ სატანიზმის ორგანიზებული ჯგუფების საქმიანობსი აკრძალვას საქართველოში.
რა ლექსი გამოუგზავნა სასამართლოს თიკა რეხვიაშვილმა, მისდამი გაწეული დახმარების სამადლიეროდ
ჩემი სამშობლოს ისტორია
თუ გსურს, რომ იყო განათლებული, ძალიან ბევრი უნდა ისწავლო,
თავაუღებლად უნდა შრომობდე, რაც გინდა კარგად რომ შეისწავლო.
თუ გსურს რომ იყო წარმატებული, ცოდნის ტრფიალით უნდა იწვოდე, შენი სამშობლოს ისტორიაზე ძალიან ბევრი უნდა იცოდე.
რა უთხრა სასამართლოს მოხელეს Halloween-ის ერთ-ერთმა მონაწილემ, 25 წლის ვაჟმა
ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ის ქმედება, რომელიც იქ მოსულმა ადამიანებმა მართლმადიდებლობის სახელით ჩაიდინეს. ღონისძიება უკვე მთავრდებოდა, როცა სცენაზე ამოვიდნენ და აპარატურის მტვრევა დაიწყეს. ეს გაწევ-გამოწევა ნახევარი საათი გრძელდებოდა. ბევრი ადამიანი დაშავდა.
როცა გაზეთსა და ინტერნეტში ჩვენი სანახაობის “სტუმრებისა” და მათი თანამოაზრეების წერილები წავიკითხე, გაოგნებისაგან ენა დამება: საიდან მოიტანეს ავხორცული ორგიებისა და მართლმადიდებლობის დამარცხების ინსცენირებები, ვერ ვხვდები? საიდან ეს არაამქვეყნიური შიში სიახლის, გართობისა და მხიარულების მიმართ?
ზარალი დიდია, მაგრამ მე, პირადად, ორგანიზატორებს გასაჩივრებას არ ვურჩევ, რადგან გვერდში არავინ დაუდგება, მათ შორის - სახელმწიფოც განზე გადგება. რატომ? მართალია, მსგავსი რამ არასოდეს შემმთხვევია, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ ვცხოვრობ, დაკვირვებისა და ანალიზის უნარი ხომ მაქვს?
რა უთხრა სასამართლოს მასკარადის მონაწილე werewolf-მა ანუ მგელ-კაცამ
ასეთი რამ არცერთ Halloween-ზე არ მინახავს. თავიდან ყველა მესალმებოდა და ბეწვზე ხელს მითათუნებდა. ბოლოს კი თავ-პირი დამამტვრიეს. ვიწრო ქუჩებით გამოვიქეცი და უსიერი ტყისკენ ავიღე გეზი. ცოტაც და სამშვიდობოს გავიდოდი, რომ ერთ-ერთ მოსახვევთან ქართველი მაქცია შემეფეთა. თავი წარმომიდგინა, - მგელ-ბერიკა ვარო. ჩემი ძმა ყოფილხარ-მეთქი. ძალიან ეამა. გავთამამდი და მოვუყევი, რომ მცემეს ერეკლე II-ის ქუჩაზე, როგორც ამერიკელი და სატანის მსახური. ერთი მგლურად გადაიხარხარა და მითხრა:
- უარესის ღირსი ხარ, რომ არ დამპატიჟე! მე კი "ბერიკაობაზე" გიწვევ. ოკუპანტი ბერიკაც გვჭირდება, ვინმე უნდა დავითანხმოთ ამ როლზე, დათვის ნიღაბი მოვარგოთ და საჯაროდ გავროზგოთ. რა სანახაობა იქნება - ქართველი და ამერიკელი ბერიკები ერთად რომ მოარჯულებენ დამპყრობელს?!
- დაარტყი ხელი, ძმები ვართ! - ვუთხარი მე აღფრთოვანებულმა. აღარც გვერდები მტკიოდა და აღარც გული. მეგობარიც ვიპოვე და საქმეც გამიჩნდა. გამართლებაც ამას ჰქვია!
დასრულდა ჩვენი სასამართლო. მოწმეთა უმრავლესობა განხილვას დაესწრო, ნაწილმა კი - წერილობით მოგვაწოდა მისი პოზიცია.
ჰოდა, მოინდომეთ და განსაჯეთ, შეიგრძენით პასუხისმგებლობის გემო!
სტატია გაფორმებულია:
1. „ბერიკაობის“ ნიღბები (მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის და ნიკოლოზ ავალიშვილის ესკიზები)
2. ფოტოები 2008 წლის 31 ოქტომბერს, ერეკლეს ქუჩაზე გამართული „Halloween“-იდან
3. თიკა რეხვიაშვილი, ვისაც ღონისძიების ორგანიზატორები დაეხმარნენ (ფოტო მათივე)4. Werewolf ანუ მგელ-კაცა (myspace.com)
ლელა გაფრინდაშვილი
“ცხელი შოკოლადი” N46, 2008

* * *

ნამდვალად არაჩვეულებრივი წერილია. მეც ძალიან მიყვარს "უსიერ ტყეში". მართალს ბრძანებთ – საქართველო დღეს ერთი უსიერი ტყეა და ხალხს მტყუან–მართალი ვერ გაურჩევია. რაც შეეხება ჰალოვინს – ცივილურ საზოგადოებებში ეს ერთი უწყინარი, კოსტუმიზირებული ზეიმია – ათასგვარ კოსტუმში გამოწყობილი პატარა ბავშვები ჩამოივლიან ეზოებს და აგროვებენ კანფეტებს. ყველა ოჯახი მომზადებულია ამისათვის და ყველას უდგას კარებთან კანფეტებით სავსე ჯამი. რაც უფრო "საშიშადაა" ბავშვი გამოწყობილი, მით უფრო მეტ კანფეტს მისცემ – ესაა და ეს... ზოგჯერ მასპინძელიც გამოწყობილი ხვდება და მაშინ მხიარულება მატულობს. მართალია, ეს ყველაფერი უკავშირდება მისტიურ, სულების სამყაროს, ხლხი ეზოებს რთავს მისტიური პერსონაჟებით – ალქაჯებით, ჩონჩხებით, ჯადოქრებით და ა.შ. მაგრამ მერე რა? ეს ხომ პირობითობაა, თამაშია, მხიარულებაა... ყველა ნორმალური ამას ასე აღიქვამს. ავადმყოფებზე კი რა მოგახსენოთ... სამწუხაროდ, ჩვენ ერთი დიდი ფსიქიატრიული პალატა ვართით და ამაშია ჩვენი უბედურება.
ReplyDeleteწერილი კი, უჰ, უჰ, ნამდვილად გემრიელია... ზალიან კარგად წერთ!
ახ ლაზარე ლაზარე
ReplyDeleteცას ღრუბელი აჰყარე
აღარ გვინდა ცის ნამი
ღმერთო მოგვეც მზის თვალი
ვიჯექით სამნი წლების წინ ფეხმორთხმულები ურეკის ერთ ერთ სასტუმროში, მესამე დღე გადაუღებელი წვიმისგან შეწუხებულები და ამ ტექსტს ვიმეორებდით გამწარებული
დამარბიეთ მმკ–ელებო
მეორე დღეს კაშკაშა მზე ანათებდა :)
სიმართლე გითხრათ, ჰელოუინის დღესასწაულობა საქართველოში არ მომწონს, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ უცხოური დღესასწაულის წაბაძვითაა გადმოღებული 1:1-ზე/...არადა, ჩვენც ხომ სახალხო დღესასწაულების ასეთი მდიდარი ტრადიციები გვქონდა. რატომ ჰელოუინი და არა ჭიაკოკონობა, ბერიკაობა, ლამპრობა, არიფანა?
ReplyDeleteთუმცა, რა თქმა უნდა, არანაირი9 ახსნა არ აქვს ზოგიერთების საქციელს, ლამის ჯოჯოხეთის მოციქულებად რომ გამოიყვანეს მოზეიმე ახალგაზრდები..რა არის ცუდი გართობაში, თუ ადამიანები არათუ არავის უშავებენ რამეს, პირიქით-შეგროვილი ფულით სხვას ეხმარებიან? ჩემი ახალგაზრდობა ისეთ ცუდ დროს დაემთხვა, რომ იმ სიცივეში, სიბნელესა და შიმშილში ვის ედღესასწაულებოდა..ჰოდა, ახლანდელებს მაინც აცალონ სიამოვნება,ყოველთვის კი არაა ადამიანი ამ ასაკში..
ვინ დააყენა ეგ ხალხი ზნეობის სადარაჯოზე..თავისი თავისათვის ვერ მიუხედავთ.ეგ ორგანიზაცია არის დანაშაულებრივი და დროა უკვე, რომ აილაგმოს მათი თარეში...არ უნდა შერჩეთ ასეთი თავხედობა და მავნებლობა, ისევე, როგორც "კავკასიაში" მოწყობილი ბათქი-ბუთქი არ შერჩათ.
solveig''სიმართლე გითხრათ, ჰელოუინის დღესასწაულობა საქართველოში არ მომწონს, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ უცხოური დღესასწაულის წაბაძვითაა გადმოღებული 1:1-ზე'' - წაბაძვა, ფორმით და ნიშნებით, გამოხატვის ფორმებით (ესეც საეჭვოა), მაგრამ მნიშვნელობა ნამდვილად სხვა აქვს, ჩვენთან ჩატარებულ ჰელოუინს.
ReplyDelete